ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს
16-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სახალისოდ და საინტერესოდ აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.

„მათ წარმოადგინეს მხიარული სიმღერებით გაფორმებული მინი-სპექტაკლი: „რწყილი და ჭიანჭველა“. წარმოდგენის დასასრულს კი დაწყებითების კათედრამ პატარებს გადასცა სიგელები სასწავლო პროცესში და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.

ულევი წარმატებები ჩვენს პატარებს და მადლობა დაწყებითების კათედრას საინტერესო და სახალისო დღისათვის“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203