დანდალოს N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული - გვანცა ჯორთმენაძე ოქროს მედლის კანდიდატია
16-06-2021
2020-2021 სასწავლო წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლას ერთი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.
„გვანცა ჯორთმენაძე ნამდვილად იმსახურებს ამ დიდ ჯილდოს. მან არაერთგზის მოუტანა სკოლას წარმატება და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლასა და აღმზრდელ მასწავლებლებს.
სკოლის დირექცია ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია