თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლო დღე საინტერესოდ გაატარეს
15-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს. სწავლის დასრულების ბოლო დღე საინტერესო და მხიარული იყო. სპორტის მასწავლებლებმა სახალისო შეჯიბრება გამართეს.

„მასწავლებლები საბოლოო ნიშნებს წერენ, მოსწავლეები კი თავიანთ შეფასებებს ელიან. შეფასებების გააცნობის შემდეგ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სპორტულ მოედანზე სპორტული შეჯიბრების სანახავად წავიდნენ. აქტივობა სპორტის მასწავლებლებმა გამართეს და მასში მე-6 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები განაწილებულნი იყვნენ 4 გუნდად, მათ ჰქონდათ აბრები ანუ გუნდის სახელები, ასევე ლოზუნგები.. ძალიან მხიარული თამაშები, მწვავე შეჯიბრი გაიმართა.. . გამარჯვებულებს მიეცათ ჯილდოდ მედლები და სიგელები.. ბოლო ზარიც დაირეკა და სკოლის დირექცია სექტემბრამდე დაემშვიდობა მოსწავლეებს. მასწავლებლებს დიდი იმედი აქვთ, რომ შემდეგი სემესტრიდან მოსწავლეებს სრული შემადგენლობით შეხდებიან საკლასო ოთახებში“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203