მარადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნებოდა
15-06-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისტორიის მასწავლებლის თამარ აბაშიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს