ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ
15-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი და სანახაობრივი წარმოდგენით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ფოლკლორულ ანსამბლთა ფესტივალი 2021“ 29 მაისს ქალაქ ახალციხეში გაიმართა.

„ქორეოგრაფ ვანო ბალახაშვილი ხელმძღვანელობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ულამაზესი ქართული ცეკვები რის ორგანიზებაშიც მათი ქორეოგრაფი დაეხმარათ და მათი დაუღალავი შრომით და მონდომებით შემოგვთავაზეს ულამაზესი საცეკვაო ნომრები. ფესტივალიდან დაბრუნებული ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და თავიანთ მშობლებს და ძვირფას ადამიანებს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ისინი ამბობდნენ რომ ეს ძალიან დიდი სტიმული იყო და მომავალშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას მსგავს ფესტივალებში და ამისთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებდნენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203