ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეს შემოქმედებით კონკურსში წარმატებით მონაწილეობისათვის სიგელი და საჩუქარი გადაეცა
15-06-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს შემოქმედებით ახალგაზრდულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისათვის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
„ეს გოგონა ალპანის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარი ცხვედიანია. მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებული შემოქმედებით ახალგაზრდულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის გადაეცა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი. გილოცავთ, მარი! წარმატებებით სულ გეამაყოს ალპანის სკოლა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია