გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ფეხბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
15-06-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა ფეხბურთში პირველი ადგილი მოიპოვა.

9-11 ივნისს წალკის სპორტ სკოლის ორგანიზებით წალკის ღია პირველობაზე, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებში მინი-ფეხბურთი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობა წალკის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო. ესენია: გუმბათი, კიზილქილისა, ავრანლო, საყდრიონი, თრიალეთი, ხარება, დაშბაში და ბეშთაშენი.

პირველი ადგილი გუმბათის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

„ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებას და ძალიან დიდი წარმატებას ვუსურვებთ!“- აღნიშნავენ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203