„სუფთა დაფა და საშლელები“ - სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში მინი-სპექტაკლი გაიმართა
15-06-2021

სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „წარმატება იწყება ნდობით“ აქტივობა გაიმართა, მინი-სპექტაკლი სახელწოდებით - „სუფთა დაფა და საშლელები“.

აქტივობაში სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის მიზანი იყო მოზარდ თაობაში არსებული კონფლიქტების მოგვარება. 

„მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს თემის გააზრება, როლის მორგება და პრობლემის გადასაჭრელი გზების საკუთრივ მოძიება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სპექტაკლის მომზადებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ხურცილავა.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203