„ძლიერი სკოლა ნიშნავს მომავალი ძლიერი თაობების აღმზრდელს“ - ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი ზოია თიგიშვილი
15-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორის, ზოია თიგიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .

- მიჩენს სიამაყისა და სიხარულის გრძნობას, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპს ჩვენი აღზრდილები აგრძელებენ.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- მომავალი ძლიერი თაობების აღმზრდელს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის. . .

- ჩემი, გამოუცდელის პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

- ჯანსაღი თაობების აღსაზრდელად.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- წარმატებული სკოლა და საუკეთესო მეგობრები.

- დირექტორის მოტივაციაა. . .

- აღსაზრდელებზე ზრუნვა და სკოლაში ურთიერთპატივისცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203