ინტელექტ-ჩემპიონატი დღეს ''ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს'' გამოავლენს
ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობს.
ოზურგეთში, ურეკის კულტურის სახლში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეებს ანსამბლი "ურეკი" ამხნევებს.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.