„მათემატიკის სამყაროში“ - სამებისა და დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
15-06-2021

eTwining-ის პორტალის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლებს შორის განხორციელდა პროექტი „მათემატიკის სამყაროში“ (მასწავლებლები: მერი კინკრიაშვილი, ლია სვიმონიშვილი).

პროექტის მიზანი იყო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ამაღლება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის უნარების განვითარება.

პროექტში ჩართული იყვნენ ორივე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გააკეთეს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის პრეზენტაცია. პროექტის მიმდინარეობისას იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, შეძლეს პრეზენტაციების მომზადება.

7 ივნისს გაიმართა პროექტის საბოლოო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომი წარუდგინეს მონაწილეებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალ სასწავლო წელს გაგრძელდეს მსგავს პროექტებზე ერთობლივი მუშაობა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203