ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად,
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა:
ლუკა მოისწრაფიშვილმა (მე-4 კლასი, ვერცხლი) და მათე მოისწრაფიშვილმა (მე- 3 კლასი, ბრინჯაო).
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.