„ჩემს გულში ყოველთვის იქნება ადგილი ჩვენი ტკბილი მოგონებებისთვის“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის პედაგოგი მე-4 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
15-06-2021

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები დამრიგებელს გამოემშვიდობნენ. პირველმა მასწავლებელმა პატარები ემოციური სიტყვებით გააცილა.

„ჩემო დაფრთიანებულო მერცხლებო! გილოცავთ მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

მინდა, თქვენთვის ყოველი დღე ნათელი და მხიარული ყოფილიყოს! მინდა, სახეზე ღიმილი არ მოგშლოდეთ და გაგემართლებინოთ ჩემი და თქვენი მშობლების იმედები!

მინდა, წარმატება ყოფილიყოს თქვენი ცხოვრები მეგზური! და გახსოვდეთ ის ღირებულებები, რომელიც ცხოვრებაში ნამდვილ ადამიანობას შეგინარჩუნებთ. 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ოთხწლიანი ურთიერთობისთვის, რომელიც გვინარჩუნებდა სითბოს, სიყვარულს და პატივისცემას.

მინდა, მუდამ ვამაყობდე თქვენით! 

ჩემს გულში ყოველთვის იქნება ადგილი ჩვენი ტკბილი მოგონებებისთვის“, - წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203