ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე
15-06-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი“, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

„მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში. მართალია, გენდერული ბალანსი სრულიად დარღვეული იყო, მხოლოდ მდედრობითი სქესი თამაშობდა, თუმცა თამაში იყო ძალიან აზარტული, ხალისიანი და ხმაურიანი. პირველ ეტაპზე ერთმანეთს მშობლებისა და მასწავლებლების გუნდი შეხვდა და შეჯიბრი მასწავლებლების გამარჯვებით დასრულდა; გამარჯვებულ გუნდს კი მეთერთმეტე კლასის გოგონათა გუნდი შეხვდა.

ეს შეჯიბრი მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა. მსგავსი სასკოლო აქტივობები, ჯანსაღ ცხოვრებასთან ერთად, ჯანსაღ ურთიერთობებს, კომუნიკაციას, დაახლოებას უწყობს ხელს. მადლობა თითოეულ მონაწილე სპორტსმენს  დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნულია ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203