სამღერეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში სპექტაკლ-გაკვეთილი - „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩატარდა 
15-06-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო სპექტაკლ-გაკვეთილი - „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩატარდა. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ კლასში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებიც არიან და აქვთ ენობრივი ბარიერი აქტიურად ჩაერთვნენ და კარგად შეასრულეს მათზე დაკისრებული როლები, მოსწავლეებში აღნიშნულმა გაკვეთილმა გააჩინა მოტივაცია მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარებისა“,- აღნიშნავს მე-2 კლასის ხელმძღვანელი სოფიკო მელაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203