სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის „ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“ გამოვლინდა
15-06-2021

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2დ კლასში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი ,,კლასის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის“ გამოსავლენად. კლასის პედაგოგია: შორენა  ნოდია.

შეჯიბრი ჩატარდა ორ ტურად, სადაც გამოვლინდა 7 ფინალისტი, რომლებმაც გარკვეული აქტივობის სწრაფად და სწორად შესრულებით მოიპოვეს კატეგორიების არჩევის თანმიმდევრობა და შეეცადნენ 1 წთ-ის განმავლობაში კითხვებზე, რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი დაეგროვებინათ.

ფინალში გავიდნენ: ბ.ხვიჩია, ა. გოგია, ნ. თორდინავა, ს. თურქია, ქ. ლაშქარავა, ლაზარე და ლუკა ონერები.

1 ადგილი დაიკავა ლუკა ონერმა, მე-2 ადგილს ლაზარე ონერი დასჯერდა, ხოლო მე-3 ადგილი ანრი გოგიას ერგო.

„სკოლის ადმინისტრაციამ და ჟიურის წევრებმა: მ. დგებუაძემ,  ი. ხუნწარიამ, მ. ადამიამ,  ს. შურღაიამ და  მ. ნაჭყებიამ თითოეული მონაწილე დააჯილდოვა სიგელებით, ხოლო გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით,  წიგნებით და დიპლომებით.

1 ადგილზე გასულ ლუკა ონერს ასევე, გარდამავალი თასი გადეცა.

წარმატებები ჩემო თვალხატულა, გონიერო და პოზიტიურო ბავშვებო. თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ.

ასე პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ სასწავლო წელი. წინ ზაფხულია. ბედნიერ არდადაგებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

შეჯიბრის დასასრულს მოსწავლეებს უსურვეს წარმატებები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203