ოქროს მედლის 5 კანდიდატი ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლიდან
15-06-2021

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა სასწავლო წელი ნაყოფიერად დაასრულა და ამას მოსწავლეთა შედეგებიც ადასტურებს. სკოლას საამაყოდ ნამდვილად აქვს საქმე, ამის მიზეზს კი მედლის კანდიდატთა რაოდენობა წარმოადგენს.

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლას წელს ოქროს მედლის 5 კანდიდატი ჰყავს. მედალზე წარდგენილნი არიან, შემდეგი კურსდამთავრებულები: გრიშა ნაზარეტიანი; ვართითერ ბდოიანი; არმინე ბდოიანი; ჰასმიკ ღაზარიანი და მარინა ნორსოიანი.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დასრულებას და თითოეულს წარმატებულ მომავალს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203