ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ბიოტექნო“ 4 საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა
15-06-2021

„დედამიწის მცველები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბისბიოტექნო“ წევრები ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, თვეების მიხედვით აქტივობები სრულდება, ​თანამშრომლობითი ონლაინ ჩართვები ეწყობა, მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და აქტივობებს eTwinning პორტალზე აზიარებენ.

ამჯერად, კლუბი „ბიოტექნო“ ჩაერთო კონფერენციაში, რომელსაც უხელმძღვანელა ხაშურის 7 სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ოცნება“ პედაგოგმა ანა ტაბატაძემ. კონფერენციაში პროექტში ჩართული სხვადასხვა სკოლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენმა სკოლამ კონფერენციაზე წარადგინა ოთხი პრეზენტაცია: „გადამფრენი ფრინველები“, „წყალქვეშა რესურსები“, „კლიმატის ცვლილება“ და „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. პრეზენტატორები არიან: მარიამ წიქარიშვილი, ანამარია ჭაბაშვილი და მარიამ ხანდოლიშვილი, ზურა კიკილაშვილი, ლევან ტუხაშვილი, ნინო ქუფარაშვილი, თათია ასაბაშვილი, ლანა ყარალაშვილი, ამირან მაჭარაშვილი, ნათია კაკიაშვილი, ლუკა ყოჩიაშვილი, გიორგი ცერცვაძე და ხატია ხანდოლიშვილი.

კონფერენციაზე ძალიან საინტერესო გამომსვლელები იყვნენ და წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მოწვეული სტუმრების მოწონებაც დაიმსახურეს. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანას საინტერესო კონფერენციაზე მიწვევისთვის.

ორგანიზატორებმა მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატებიც გადასცეს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

პრეზენტაცია თემაზე: გადამფრენი ფრინველები იხილეთ ბმულზე

პრეზენტაცია თემაზე: კლიმატის ცვლილება იხილეთ ბმულზე

პრეზენტაცია თემაზე: წყალქვეშა რესურსები იხილეთ ბმულზე

პრეზენტაცია თემაზე: ჯანმრთელობა და კეთილდრეობა იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203