ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ რჩევები მიიღეს
15-06-2021

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესი აქტიურად დანერგოს და საამისოდ, მათ ბევრი საინტერესო აქტივობითაც ანებივრებს. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის“ თემაზე, ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჯანდაცვის ექსპერტს, გაეროს მრჩეველს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რეგიონის სკოლების - ლასურიაშის, ხვანჭკარას, შეუბნის და ბოსტნის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შეხვდნენ.

აქტივობა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი ლიდერობის მიმართულების პროექტის შესაბამისად გაიმართა.

მოსწავლეებმა საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით კომპეტენტური რჩევები მიიღეს.

შეხვედრამ ყველასთვის დასამახსოვრებელად და ნაყოფიერად ჩაიარა. სკოლა მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს.

„მადლობა ლიდერობის ექსპერტს ქალბატონ მაკა გრძელიშვილს, ბატონ გიორგის, ბიოლოგიის ექსპერტს, მაია ფხაკაძეს და ჩვენს ჭკვიან მოსწავლეებს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203