ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლას წელს ოქროს მედლის ორი კანდიდატი ჰყავს
15-06-2021

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლა გამორჩეულ მოსწავლეებს ზრდის და ყოველ სასწავლო წელს ამაყად აცილებს.მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სკოლა წელსაც წარჩინებით დაამთავრეს.

წელს ოქროს მედალზე სკოლის ორი კურსდამთავრებულია წარდგენილი. ესენი არიან: ლაურა ზურნაჯიანი და ჰაიკანუშ გალოიანი.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დასრულებას და თითოეულს წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203