ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის შეჯიბრში პირველობა მოიპოვეს
15-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებით, რომლებმაც მკლავჭიდში გაიმარჯვეს.

„2021 წლის12 ივნისს დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გაიმართა მკლავჭიდი 60-65-75 წონის კატეგორიაში.

ვულოცავ ფუშრუკაულის სკოლის მოსწავლეებს, გია დუმბაძესა და ბექა ჯაიანს, რომლებმაც პირველობა მოიპოვეს, 60-65 წონის კატეგორიაში. 75 წონის კატეგორიაში კი გიორგი სურმანიძეს.  ვულოცავ აგრეთვე მათი სპორტის მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას. მადლობა ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203