საძელის საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებულიდან სამივე მედლის კანდიდატია
15-06-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა წარმატებით დაასრულეს. 

წელს სკოლას სამი კურსდამთავრებული ჰყავს აქედან ორი -ალინა ოგანესიანი და ბაგდასარ ოგანესიანი ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო რობერტ სიმონიანი ვერცხლის მედალზე.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს დამსახურებულ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203