თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს
15-06-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს.
„თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს. პანდემიის პირობებში მთელი წლის განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის კლასის ხელმძღვანელი მადლობას უხდის მშობლებს. მოსწავლეებს კი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და მშვიდობიან, მხიარულ არდადეგებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია