თბილისის N83 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ
15-06-2021
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თბილისის N83 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

თბილისის N83 საჯარო სკოლაში გაიმართა გერმანული ენის დიპლომების- DSD 1-ის გადაცემის საზეიმო ცერემონია. „ჩვენი სკოლა ZFA-ს პროგრამაში ჩართულია 2015 წლიდან. მოსწავლეებს დიპლომები გადასცეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა ბარბარა დე ჩაშელმა და ZFA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ანგელა შმიდტმა. ღონისძიებას კი ესწრებოდა ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის სპეციალისტი მაია შალიკაშვილი.

პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეების გრძელვადიან წარმატებას, მათ ინტეგრირებას ევროპული განათლების სივრცეში. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას.  მადლობა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია თბილისის N83 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203