ტაბაკინის საჯარო სკოლაში საკმაოდ დატვირთული, აქტიური და ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო წელი მიიწურა
15-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი ბევრი სიახლით დასრულდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასწავლო წლის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული, აქტიური და მხიარული ღონისძიებებით იყო დატვირთული.
„20 მაისს მე-12 კლასმა დაასრულა საშუალო საფეხური და გადავიდა თავიანთი ცხოვრების ახალ ეტაპზე. 27 მაისს პირველმა კლასმა დაასრულა სწავლა და ღონისძიებით აღნიშნეს ეს განსაკუთრებული დღე. 14 ივნისს მეორე, მესამე და მეოთხე კლასელებმა საერთო ღონისძიებით დაასრულეს სასწავლო წელი.ტაბაკინის საჯარო სკოლა მოსწავლეებს სექტემბრამდე დაემშვიდობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია