უდაბნოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
15-06-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უდაბნოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა. მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი მეოთხეკლასელებისთვის, რომლებმაც, უსაყვარელს პირველ მასწავლებელთან ერთად, პანდემიური პერიოდიც გაიარეს, დისტაცნიური სწავლებაც, წერტილოვანი შეზღუდვებიც, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, მიეღოთ საფუძვლიანი განათლება. 

დიდი სიყვარულით გააცილა უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითების პეედაგოგმა თავისი პატარები, იყო ლამაზი ღონისძიება, ბევრი დადებითი ემოცია და განშორების სევდა. ახლა კი უდაბნოს საჯარო  სკოლა  მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203