„ერთი ცის ქვეშ“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლისა და ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სომეხი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრებას გაკვეთილი მიუძღვნეს
15-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებლ რიპსიმე აროიანისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მასწავლებლის სახლის დისტანციური სწავლების პედაგოგის, ირმა კრაველიძის ინიციატივით, ხალისიანი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა სახელწოდებით: „ერთი ცის ქვეშ“.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა სომეხი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრებას, ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი სკოლისა და სოფლის ისტორია, ისაუბრეს საინტერესო პროექტებსა და მიღწევებზე, ტრადიციებზე, კულინარიაზე. შეხვედრა ემოციური და ნაყოფიერი იყო, დაისახა სამომავლო გზებიც... რისთვისაც ნიოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექცია და ისტ-ის მასწავლებელი მადლობას უხდის ჭალის საჯარო სკოლის დირექციას - გელა ჩხიტუნიძეს, ლალი ბურძენიძესა და ქრთული ენის მასწავლებელ ირმა კრაველიძეს, ასევე აქტიურ და ხალისიან მე-9 კლასს თანამშლომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203