შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით პეტრუზაშვილი მათემატიკური ზეპირი კონკურსის ფინალში იასპარეზებს 
15-06-2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დავით პეტრუზაშვილი უკვე 4 წელია წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა მათემატიკურ კონკურსებსა და ოლიმპიადებში. აქედან აღსანიშნავია საერთაშორისო მათემატიკური ზეპირი კონკურსი - MIKSIKE.

ამ კონკურსში წელს უკვე მესამედ გახდა საქართველოს გამარჯვებული და ჩემპიონი მან მე-4-მე-6 კლასის კატეგორიაში აიღო უმაღლესი ქულა და მოიპოვა საერთაშორისო ფინალში ასპარეზობის უფლება.

საქართველოში კი მე-2 ადგილი მოიპოვა მისმა ძმამ ბადრი პეტრუზაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203