დედამიწის მცველები თელავის N6 საჯარო სკოლიდან
15-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თელავის N6 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

კლიმატის საერთაშორისო დღეს გამოფენა მიეძღვნა. პროექტის - „დედამიწის მცველების“ ფარგლებში და თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები გამოიფინა, რომელთა ავტორები არიან : თაკო მაისურაძე (მე-12 კლასი), მარიამ მარგალიტაშვილი (მე-9 კლასი), სოფო პავლიაშვილი (მე-8 კლასი), მარიამ კირვალიძე (მე-7 კლასი), გაგა თუშიშვილი (მე-7 კლასი), სალომე ელიზბარაშვილი (მე-6 კლასი), სანდრო გოგიჩიძე (მე-3 კლასი), მარიამ ელიზბარაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203