„XX საუკუნე - თანამედროვე ხელოვნება“ - თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ საინტერესო აქტივობა გაიმართა
15-06-2021
თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ყოველთვის საინტერესო და შემოქმედებად დატვირთულია.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საინტერესო პროექტი ჩატარდა მეექვსე კლასში. პედაგოგის ინიციატივით პროექტში - „XX საუკუნე - თანამედროვე ხელოვნება“ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით.