გულისამაჩუყებელი, ემოციური და იმედით სავსე დღე აფხაზეთის N3 სკოლაში - მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ
15-06-2021

აფხაზეთის N3 სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ერთმანეთს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს. 

„გულისამაჩუყებელი, ემოციური და იმედით სავსე იყო ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში გუშინდელი დღე...
ასაფრენად გამზადებულ ბარტყებს გავდნენ მოსწავლეები, რომელთაც მეოთხე კლასი საყვარელი მასწავლებლის - თეა მებონიას, ხელმძღვანელობით დაამთავრეს.
ლამაზად წაკითხული ლექსებით, გულით შესრულებული სიმღერებით, სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით ულოცავდნენ ერთმანეთს პატარები ახალ ეტაპზე გადასვლას.
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი ულოცავს მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და მადლობას უხდის მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203