„მე საქართველოს შვილი ვარ“ - ბერშუეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
15-06-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის ბოლო დღეს მესამე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს თემაზე: „მე საქართველოს შვილი ვარ“.

„არაჩვეულებრივი ღონისძიება შემოგვთავაზეს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა სამშობლოსადმი, პატრიოტულ თემაზე მიძღვნილი: „მე საქართველოს შვილი ვარ“

მართლაც,რომ საამაყოა მათი პაწაწინა გულებიდან ამოხეთქილი თითოეული სტრიქონი, ემოციით,სულში ჩამწვდომად და დიდი გრძნობით გადმოცემული. მადლობა მათ და მათ მასწავლებლებს: ხათუნა მაისურაძეს და ლიანა ლეკიშვილს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203