თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში II ადგილი მოიპოვეს
15-06-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და II ადგილი მოიპოვეს. კონკურსი „რა, სად, როდის“ სამგორის გამგეობის ინიციატივით ჩატარდა.

„იუნესკოს“ გადაწყვეტილებით თბილისი 1 წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს სოზარ სუბარსა და სამგორის გამგეობას.

მათი ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „რა, სად, როდის“, რომელშიც სამგორის რაიონის ათი სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

ჩვენი სკოლის ღირსებას იცავდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები: ნიკა ალადოშვილი, თაკო გელბახიანი, მარიამ ბალხამიშვილი, კატო პაატაშვილი, თინათინ პორტნაია, თამთა სომხიშვილი.  

მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგით დაასრულეს კონკურსი და დაიკავეს II ადგილი. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203