თბილისის N60 საჯარო სკოლაში პროექტის - „სუფთა გარემო ჩემი უფლებაა“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა
15-06-2021

თბილისის N60 საჯარო სკოლაში, პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის „სუფთა გარემო ჩემი უფლებაა“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი - ციცია გაგნიძე; ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით - მაკა მამფორია; ბიოლოგიის ექსპერტი - ქეთევან ტურიაშვილი.

პროექტის მიზანი იყო გარემოს დაცვითი კულტურის დამკვიდრება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

დირექცია მადლობას უხდის პროექტის განმხორციელებელი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203