„მოგზაურობა საქართველოში“ - ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო დარდაგანიძეს საინტერესო პროექტით დაემშვიდობნენ
15-06-2021

ზესტაფონის  N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნინო დარდაგანიძის, ხელმძღვანელობით პროექტი „მოგზაურობა საქართველოში“ მოამზადეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, ისაუბრეს ქვეყნის თითოეული კუთხის ისტორიასა და ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე. ასევე წაიკითხეს პატრიოტული ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

გარდა ამისა, სხვა საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობებით „იმოგზაურეს“ ჩვენს უმშვენიერეს სამშობლოში. ამ პროექტით ისინი თავიანთ პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203