ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
15-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა და ბავშვების წასახალისებლად სხვადასხვა აქტივობებშიც ერთვება.  

ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ თამაშებში მონაწილეობდნენ და მიღწეული შედეგით სკოლაც ასახელეს.

„ჩვენმა მოსწავლეებმა ფრენბურთისა და ფეხბურთის შეჯიბრებში მეორე ადგილი დააკავეს. ასევე მონაწილეობა მიიღეს მაგიდის ჩოგბურთში და დააკავეს მეორე ადგილი“ - ავრცელებს ინფორმაციას სკოლა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშები 28 მაისიდან 10 ივნისამდე მიმდინარეობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203