„გისურვებთ, ბედნიერ, საინტერესო და შემეცნებით წლებს მომავალში!“ - ქარელის N1 სკოლის პედაგოგი ნათელა ღვალაძე IV კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა
15-06-2021

ქარელის N1 საჯარო სკოლის IVკლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელ ნათელა ღვალაძეს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი პედაგოგისთვის.

„გილოცავთ, დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრებას საყვარელო მოსწავლეებო! გისურვებთ, ბედნიერ, საინტერესო და შემეცნებით წლებს მომავალში!“ - მიმართა მასწავლებელმა ბავშვებს.

პატარებმა წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სკოლას ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„შემოდგომაზე ია ვერ ვნახე,
რომ მომერთმია ცოდნის საწყისო,
შენ შემაყვარე ქართული ენა,
ჩემი ბავშვობის ოქროს საწმისო.
მომირთმევია მადლობა ლექსად,
რაც რომ მშობლების ნაფიქრებია,
მასწავლებელო ცოდნის დარაჯო
ბავშვები შენი ყვავილებია,
სულ მეხსომება პირველი კლასი
და სკოლა ჩემი სასწავლებელი,
ცოდნის სამყაროს კარის გამხსნელი
ჩემი პირველი მასწავლებელი“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203