„ყველას ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შეაჯამეს
15-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებას ყველას ულოცავენ და ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ. პატარებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს.

„პანდემიის ფონზე მეორე სასწავლო წელმაც მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენთვის უფრო ხალისიანი აღმოჩნდა, რადგან სკოლა, უშუალო ურთიერთობები უფროსებთან, მეგობრებთან უფრო სითამამეს გვატებს, გვახალისებს და პატივისცემას, სიყვარულს, ერთმანეთზე ზრუნვასა და სითბოს გვასწავლის.

იმედია, მომავალი სასწავლო წელი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ყველას გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ. პატივისცემით, არხილოსკალის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები: გაგა, ლიზი, საბა, ბარბარე, ნიკა, შოთიკო, ვაკო, გიორგი, დათო, ბუბა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203