შემოქმედის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით აღნიშნეს
15-06-2021

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარინა მუკბანიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით აღნიშნეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„უკან დარჩა რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო სასწავლო წელი. ისინი მე-5 კლასელები გახდნენ. სკოლასთან გამოთხოვება ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით აღნიშნეს. კომპოზიცია მოიცავდა თემას - „ფარნავაზიდან იაკობამდე“, ბავშვებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში არსებული პერიოდი.

ღონისძიების მე-2 ნაწილი შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, სიმღერები, რომელშიც წარმოჩინდნენ, როგორც აქტიური, მხიარული და ნიჭიერი ბავშვები.

სკოლის დირექცია და  პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-4 კლასს სასწავლო წლის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლოდ. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203