„ამაყი ვარ, რომ თქვენი პირველი მასწავლებელი მქვია“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯავახაძე სადამრიგებლო მე-4 კლასს დაემშვიდობა
15-06-2021

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯავახაძე სადამრიგებლო მე-4 კლასს დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა. პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება ემოციური იყო მოსწავლეებისთვისაც.

„მინდა გზა დაგილოცოთ, მჯერა, სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გვასახელებთ იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი მზესავით ანათებთ და ათბობთ. არასოდეს დაივიწყოთ ჩვენი შეხვედრის პირველი დღე, მაშინდელი სიხარული და გაოცება გაიხსენეთ... 
მიყვარხართ, მეიმედებით, მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენი პირველი მასწავლებელი მქვია“, - წერს პედაგოგი ნინო ჯავახაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203