ჭაბუკიანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ელზა ჩალაძემ სადამრიგებლო მე-4 კლასი დიდი სიყვარულით გააცილა
15-06-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. 

„ელზა ჩალაძე დაემშვიდობა თავის აღსაზრდელებს, რომლებთანაც ოთხი წელი თავდაუზოგავად იმუშავა.

სიყვარულით და საზეიმო განწყობით იყო იმ დღეს სკოლის შენობა სავსე. იყო მოფერება სიტყვებით, ლექსებით, სიმღერით, ცეკვით, ჩახუტებით და წარმოიდგინეთ ცრემლებითაც.

მადლობა ელზა მასწავლებელს ასეთი სასიამოვნო დღისთვის, მადლობა მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203