
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებელ მედეა რევიას ხელმძღვანელობით, ინტეგრირებული პროექტი: „რა? სად? როდის?“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო გერმანულენოვანი ქვეყნების: ავსტრია, გერმანია, შვეიცარიის გაცნობა კატეგორიების მიხედვით (ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, სპორტი) და მოსწავლეთა ინტელექტუალური ცოდნის გაღრმავება.
„ფინალში მონაწილეობდნენ მე-10ა, მე-10ბ, მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეთა გუნდები. საბოლოო შემაჯამებელი ქულების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა მე-10ა კლასის მოსწავლე მათე ბაქრაძემ. მეორე ადგილზე გავიდა მე-10ბ კლასის მოსწავლე ნინო ტოფაძე, მესამე ადგილი დაიკავა მე-11ბ კლასის მოსწავლემ ქეთი გელენიძემ, ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა ლიზი ბალიაშვილი. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ გერმანული და ქართული სახემძღვანელოებით, სერტიფიკატებითა და გერმანიის დროშებით“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები