„მთელი მისი მოღვაწეობა იყო მაგალითი ნამდვილი აღმზრდელისა“-ტაბახმელის საჯარო სკოლა პედაგოგ გივი გობაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
15-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლა პედაგოგიური კოლექტივის გამორჩეულ წევრს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი გივი გობაძეს ემშვიდობება. სკოლა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
„უმძიმესი დანაკლისი განიცადა ტაბახმელის საჯარო სკოლამ, აჭარის პედაგოგიურმა საზოგადოებამ და მთელმა სოფელმა.
ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი გივი გობაძე. წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი პიროვნება, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე, დიდად ენერგიული და ერუდირებული პედაგოგი.
მთელი მისი მოღვაწეობა იყო მაგალითი ნამდვილი აღმზრდელის, კაცური კაცობის, საქმისადმი უღალატო ადამიანობისა, მისი ხსოვნა სამარადისოა, გაკეთებული საქმეები სკოლასა და სოფელში უკვდავია და მარადიული.
ტაბახმელის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თავს ხრის მის წინაშე და ემშვიდობება იმქვეყნად ნათელში ყოფნის სურვილით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
etaloni.ge უერთდება სკოლის სამძიმარს და მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგის გარდაცვალების გამო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს