ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
15-06-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი ნანა ჩარექიშვილი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები - მარიამ იაკობაძე და თეა ბედოშვილი და პედაგოგი - ნანა ჭეიშვილი სტუდენტთა და მოსწავლეთა VIII ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაში - „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ ჩაერთნენ.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მოსწავლეები კონფერენციაზე თემით - „იმუნური სისტემის შეცდომები“ და „ბიომრავალფეროვნება სამყაროში“ წარდგნენ. 

მათ ხელმძღვანელ ნანა ჭეიშვილთან ერთად დამსწრე საზოგადოებას არაერთი საინტერესო ინფორმაცია წარუდგინეს.  

„ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დირექცია მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს და გამოთქვამს მზაობას, ჩაერთოს მათ მიერ დაგეგმილ ყველა საინტერესო და საჭირო აქტივობაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203