„მეტი რამ აფრიკის შესახებ“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ხათუნა ებანოიძემ VII კლასში პროექტი განახორციელა
15-06-2021

სასწავლო წლის მიწურულს, ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.  

გეოგრაფიის მასწავლებელმა ხათუნა ებანოიძემ VII კლასში (დამრიგებელი გიორგი აბულაძე) პროექტი განახორციელა სახელწოდებით - „მეტი რამ აფრიკის შესახებ“.

მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს დამატებითი ინფორმაცია აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის, მეურნეობის დარგების, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ. ბავშვებმა პრეზენტაცია გაალამაზეს აფრიკული ცეკვებით და მუსიკალური ნომრებით. 

პროექტს პრეზენტაციას ესწრებოდნენ დამრიგებელი და  სხვა საგნის პედაგოგები. 

პროექტი ძალიან საინტერესო იყო და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203