„ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალია“ - თბილისის N149 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-06-2021
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თბილისის N149 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

თბილისის N149 საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის - „ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, განხორციელდა აქტივობა - „ჩვენ და სკოლა“.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა - რამდენად იცნობენ მოსწავლეები სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს (ზოგადი განათლების შესახებ კანონი, სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სხვა).

ჩატარდა საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს თემატური კაზუსები/ რეალური ისტორიები, რომელიც პირდაპირ ან ირიბ კავშირშია მათ ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებასთან და მოიცავს ინფორმაციას მათი უფლებებისა თუ მოვალეობების შესახებ.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საჯარო სკოლის მმართველობითი სისტემის წარმომადგენლები (მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203