საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს
15-06-2021

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს. 

7 ივნისს, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სპორტის ორ სახეობაში ამხანაგური შეხვედრები გაიმართა.

ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო კლუბში ერთმანეთს ოთხი საჯარო სკოლის 5 გუნდი დაუპირისპირდა. რომელიც 7-8-9 წლის ასაკის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. I ადგილი შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გუნდის წევრები არიან - ლუკა ლომინაძე, ანამარია ხურციძე, შოთიკო ოქროპილაშვილი, ავთანდილ ჯანელიძე.    

ვანის სასპორტო სკოლაში პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც საჯარო სკოლების 30 -მდე მოსწავლე ასპარეზობდა. დაძაბული ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები I და II ადგილი შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანი ხურციძემ და ლუკა გიორგაძემ დაიკავეს. გამარჯვებულები თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203