
„ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ისაა“ - ამ სიტყვების გამოძახილი იყო ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯრო სკოლის Vბ და VIგ კლასებში ჩატარებული გაკვეთილები: „ოტიას ათი მცნება“ და „ოტიას გამონათქვამების ანბანთფურცელი“, რომელიც ოტიას 91 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„მოსწავლეებმა დიდი პატივისცემით გაიხსენეს ოტიას ბიოგრაფიული მომენტები, მიმოიხილეს უფლისა და ოტიას ათი მცნება, ანბანის მიხედვით დაალაგეს მწერლის სიბრძნე და ხოტბა შეასხეს მის უკვდავ სულს. ბოლოს კი დასძინეს, რომ ოტია იყო, არის და იქნება ერთადერთი ოტია წყალტუბოელებისათვის“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები