მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბურჯანაძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა
15-06-2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბურჯანაძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა.

ლევან ებანოიძისა და ავთანდილ გურგენიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.

სპორტული ღონისძიება ა.ა.ი.პ ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მოჭიდავე მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203