„გრამატიკა სწორი მეტყველებისთვის“ - თხილვანის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
15-06-2021

ტბელ აბუსერისძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლია გორგაძის ორგანიზებით, გაიმართა ვიქტორინა - „გრამატიკა სწორი მეტყველებისთვის“.

ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოს საჯარო სკოლა და შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა. გრამატიკის ცოდნაში სამი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები შეეჯიბრნენ.

„გუნდი სხარტელები-კაპიტანი თორნიკე მიქელაძე. 
გუნდი ხიხანი-კაპიტანი ზაზა მიქელაძე. 
გუნდი ლომები-კაპიტანი ნინი ჯაბნიძე.

მოსწავლეებმა 50 ტესტურ დავალებასა და სავარჯიშოს გასცეს პასუხი. მეორე კლასის მოსწავლეებმა თავიანთ გუნდებს ქულები მოუტანეს გაფერადებით. ასევე მეორე და მესამე კლასელებმა ბედნიერსა და მოწყენილ სმაილებზე პატარა ამბის შეთხზვით. საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა. ქულების მცირე სხვაობით გადანაწილდა პირველი, მეორე და მესამე ადგილი სკოლებს შორის:

I ადგილი-სსიპ-ტბელ აბუსერისძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა
II ადგილი- სსიპ-სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოს საჯარო სკოლა
III ადგილი- სსიპ - შერიფ ხიმშიაშვილის სახობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203